ჯო ბაიდენი: დემოკრატია მთელ მსოფლიოში ისე საჭიროებს დამცველებს, როგორც არასდროს

დემოკრატია აწყდება „საგანგაშო გამოწვევებს“ მთელ მსოფლიოში, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 9 დეკემბერს დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ტენდენციები, „ძირითადად არასწორ მიმართულებაზე მიუთითებს“ და უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დემოკრატია დამცველებს საჭიროებს. ონლაინსამიტზე, რომელიც ისტორიაში პირველი ამგვარი ფორუმია, 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებმა მიიღეს მიწვევა. ამასთან, რუსეთი მათ შორის არ არის. გარდა ამისა, სამიტში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები - უფლებადამცველები, ჟურნალისტები, კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლები.

9 დეკებრის წესრიგის სამი მთავარი საკითხი იყო: მსოფლიოში ავტორიტარიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა. სამიტი ტარდება ბაიდენის საარჩევნო დაპირების ფარგლებში, რომ ის მთელ მსოფლიოში გააღრმავებს დემოკრატიას ავტორიტარული მთავრობების მომძლავრების ფონზე. ბაიდენის ადმინისტრაციის თანახმად, მსოფლიოს ლიდერებს შესთავაზებენ, გამოაცხადონ „კონკრეტული ზომები და ვალდებულებები მნიშვნელოვანი საშინაო რეფორმების“ სფეროში, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენაა მიმართული.

მიწვეული ქვეყნების უმრავლესობას (77) შეადგენენ ქვეყნები, რომლებიც, ადამიანის უფლებების დამცველი ავტორიტეტიანი ორგანიზაცია Freedom House-ის კლასიფიკაციის მიხედვით, „თავისუფალ“ ან სრულად დემოკრატიულ კატეგორიას განეკუთვნებიან. მათში შედის ევროკავშირის უმრავლესობა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებულ ონლაინ-სამიტში „დემოკრატიისთვის“, საქართველოდან მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი დღეს მიიღებს.