ეკატერინე ტიკარაძე ჯადაცვის მინისტრის მოვალეობას თვის ბოლომდე შეასრულებს

ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც 9 დეკემბერს განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ, ჯადაცვის მინისტრის მოვალეობას თვის ბოლომდე შეასრულებს.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და წლის ბოლომდე დაგეგმილი აქტივობების შესრულებას გააგრძელებს. შესაბამისად, პოსტებზე რჩებიან მისი მოადგილეებიც.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 9 დეკემბრის საღამოს გამოაცხადა.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში განაგრძობს.

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა.