„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პრემიერის ან სხვა მინისტრების შეცვლა არ განიხილება. ირაკლი კობახიძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ჩამოშლა ხდება ერთ პოლიტიკურ პარტიაში და მას ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„ირაკლი ღარიბაშვილი მტრის ჯინაზე კიდევ ძალიან დიდხანს იქნება პრემიერის პოსტზე“, - განაცხადა კობახიძემ.