გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციას მხარი დაუჭირა.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუღებელია, რომ საავადმყოფოებში ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა საავადმყოფოებში, მოხუცთა სახლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაციის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მტკიცებულები უნდა წარადგინონ.
ახალ ზომებს მხარი გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ, ბუნდესრატმაც უნდა დაუჭიროს.