ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 542 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 234 პაციენტი, გარდაიცვალა 64.
ამ დროისთვის საქართველოში, ჯამში კორონავირუსის 886 364 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 827 676, გარდაიცვალა 12 695 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 978 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 558 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 420 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.11%, ბოლო 14 დღის - 7.93% ხოლო 7 დღის - 7.53%.
3 542 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა - 187, იმერეთი - 558, ქვემო ქართლი - 182, შიდა ქართლი - 251, გურია - 85, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276, კახეთი - 154, მცხეთა-მთიანეთი - 117, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 967, საიდანაც: 6 164 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 422, აჭარაში - 516, იმერეთში - 1 307.
ამ ეტაპზე 1 560 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 608, აჭარაში - 122, იმერეთში - 456. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 334 კოვიდინფიცირებული, მათგან თბილისში - 182, აჭარაში - 35, იმერეთში - 34
1 174 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 742 - თბილისში, 255 - აჭარაში. 38 629 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 2. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 10 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 39 512 ადამიანი.