შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს, მიანმარს, ჩრდილოეთ კორეას და ბანგლადეშს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სანქციები დაუწესა.
შავ სიაშია შეყვანილი ჩინური, ხელოვნურ ინტელექტის კომპანია SenseTime Group-ი. აშშ-მ კომპანია დაადანაშაულა სახის ამოცნობის პროგრამების შემუშავებაში, რომელსაც შეუძლია, განსაზღვროს სამიზნის ეთნიკური წარმომავლობა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია უიღურების იდენტიფიცირებაზე.
ჩინეთი უარყოფს სინძიანში ძალადობრი ქმედებებს, მაგრამ აშშ-ს მთავრობა და მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია ამბობს, რომ პეკინი იქ გენოციდს ახორციელებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ კვირაში ვირტუალურ სამიტზე 100-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი შეკრიბა და მთელ მსოფლიოში, დემოკრატიის გაძლიერება მოითხოვა.
კანადა და გაერთიანებული სამეფო, მიანმარში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სანქციებს შეუერთდნენ, ვაშინგტონმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ჩრდილოეთ კორეას პირველი ახალი სანქციები დაუწესა.