"2008 წელს ბუქარესტის სამიტზე შეუძლებელი გახდა NATO-ს მოკავშირეთა ნაწილის დარწმუნება, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ი მიენიჭებინათ", - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსიმ Twitter-ზე დაწერა.
ლინკევიჩუსის განცხადებით, ამას შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და ყირიმის ანექსია, ახლა კი რუსეთი უფრო მეტს ითხოვს.
„2008 წელს NATO-ს სამიტზე ბუქარესტში ჩვენ ვერ შევძელით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, რომ უკრაინასა და საქართველოსთვის MAP-ი მიგვენიჭებინა. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. რუსეთის პროვოცირება პირიქით მოხდა – მან მოახდინა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, დაიპყრო ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს! აღარანაირი დათმობა“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.
ცნობისთვის, 2 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან.
ლავროვის განცხადებით, ერთხელ 2008 წლის აგვისტოში ეს ნაღმი უკვე აფეთქდა, როდესაც NATO-ს პერსპექტივისგან ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა ავანტიურაზე წასვლა გაბედა, რაც უმძიმესი შედეგებით დაუბრუნდა თავად საქართველოს და უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება სახიფათო ნიშნულამდე მიიყვანა.