ამირან გამყრელიძე: სიკვდილიანობა არ შემცირდება, ვიდრე ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ათასს არ ჩამოსცდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა, რა შემთხვევაში შემცირდება ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი.

"ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის დღეში 3 500 კორონავირუსის ახალი შემთხვევა ძალიან ბევრია. სიკვდილიანობა არ შემცირდება, ვიდრე ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა ათასს ქვემოთ არ ჩამოვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან.