სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრება და ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ვიქტორ სანიკიძე ერთადერთი კანდიდატი იყო. მას ხმის უფლების მქონე ოცდაცხრამეტივე დელეგატმა დაუჭირა მხარი.
ვიქტორ სანიკიძეს გამარჯვება ფედერაციის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა პირველმა მიულოცა. მან კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ, ერთადერთი კონკურენტის სასარგებლოდ მოხსნა.
სანიკიძე წლების განმავლობაში იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და კარიერა ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა. 35 წლის ვეტერანი კალათბურთელი ამჟამად პარლამენტის წევრია, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების" სახელით.