იტალიაში, სიცილიის რეგიონში, კრავანუზაში ორი შენობის ჩამონგრევისას სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. Reuters-ის ცნობით,
ექვსი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ორი კი შენობის ნანგრევების ქვეშ ცოცხალი იპოვეს.
ნანგრევებში ეძებენ ბავშვებსა და ორსულს.
შენობის ჩამონგრევა სავარაუდოდ, გაზის მილის აფეთქებამ გამოიწვია.