"სიენენის" ინფორმაციით, მექსიკაში „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე საგანგებო ავტორიზაცია გასცეს.
მექსიკის ჯანდაცვის მარეგულირებელი უწყების თანახმად, ვაქცინას პირველ რიგში ექიმები მიიღებენ.
მექსიკაში ვაქცინის 250,000 დოზა დეკემბრის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მომავალი წლის აპრილისთვის, ქვეყანაში ვაქცინის 15 მილიონამდე დოზას ელოდებიან.
მექსიკაში „კოვიდ-19“-ს 1,2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 113 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.