შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან საუბრის შემდეგ, რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს სიხარულის რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ ჰქონია, ვინაიდან ამ წუთებში სიტუაცია ძალიან მძიმეა. ამის შესახებ ტელეარხ „Russia 1-ს“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„პრეზიდენტი პუტინი თავის ფუნქციებს ასრულებს. მთლიანობაში, ვითარება უფრო სერიოზულია და სახელმწიფოს მეთაურის მუდმივ ყურადღებას მოითხოვს, რასაც ის ფაქტობრივად აკეთებს“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ონლაინსამიტი 7 დეკემბერს გაიმართა. მოლაპარაკებები ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კრემლმა განაცხადა, რომ სამიტი იყო გულწრფელი და საქმიანი.
უკრაინის საკითხი მთავარი იყო ორი ქვეყნის ლიდერს შორის ონლაინშეხვედრის დროს.