ახალი კალედონიის მცხოვრებლებმა, მესამე რეფერენდუმის დროს, საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.
ფრანგული მედიის ცნობით, ბოიკოტს დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.
ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ დამოუკიდებლობის წინააღმდეგი 96,49% აღმოჩნდა, მომხრე - მხოლოდ 3,51%. მაგრამ აქტივობა მხოლოდ 43,90% -ს შეადგენდა, შედეგი კითხვებს აჩენს პროცესის ლეგიტიმურობისადმი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ახალი კალედონიისთვის „გარდამავალი პერიოდი“ დაიწყება მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებმა აბსოლიტურად უარყვეს დამოუკიდებლობა. მაკრონის თქმით „საფრანგეთი უფრო ლამაზია“ წყნარი ოკეანის კუნძულების ჩათვლით.
ახალი კალედონია (ფრანგ. Nouvelle-Calédonie) - საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში. სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, ჩრდილოეთიდან - ვანუატუ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - ფიჯი. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია - ნუმეა.
ახალ კალედონიაზე საფრანგეთის ხელისუფლებას წარმოადგენს უმაღლესი კომისარი, რომელსაც ნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი. აღმასრულებელ ხელისუფლებას ასრულებს ადგილობრივი მთავრობა 11 წევრის შემადგენლობით, რომელიც ინიშნება ტერიტორიის კონგრესის დეპუტატებისგან (ადგილობრივი პარლამენტი). კონგრესი შედგება 54 დეპუტატისაგან, რომლებსაც ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევენ. ახალი კალედონიის მოსახლეობა ასევე ირჩევს საფრანგეთის პარლამენტის ორ დეპუტატს და საფრანგეთის ორ სენატორს.