ირანის ენერგეტიკის მინისტრი: ირანი მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის გაცვლისთვის მზად არის

ირანი მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის გაცვლისთვის მზად არის. ირანს შეუძლია ელექტროენერგიის გაცვლა სომხეთთან, ავღანეთთან, თურქმენეთთან, ერაყთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, განაცხადა ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ალი აქბარ მეჰრაბიანმა, იტყობინება სააგენტო IRNA.

ირანის ელექტრო ქსელის გაფართოება მეზობელ ქვეყნებთან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ელექტროენერგიის გაცვლისა და ექსპორტის განვითარების გეგმა, ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ირანის ენერგეტიკის მინისტრმა მაგალითად მოიყვანა ქვეყნის ელექტროქსელის რუსეთთან სინქრონიზაცია და სპარსეთის ყურის ქვეყნების ელექტრო ქსელებთან წყალქვეშა კაბელის მიერთება.

მეზობელ ქვეყნებში ისლამური რესპუბლიკის მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მან F კლასის ტურბინის წარმოების შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ირანი არის მსოფლიოში იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც აწარმოებს ელექტრო აღჭურვილობას, ტურბინებს, გენერატორებს და ა.შ. უმაღლეს ტექნოლოგიური დონეზე.