თურქეთმა კორონავირუსის ახალი „ომიკრონის“ ვარიანტის პირველი ექვსი შემთხვევა დაადასტურა.
„ომიკრონი“ სტამბოლსა და დასავლეთ იზმირის პროვინციაში დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ინფიცირებულებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ და ჰოსპიტალიზებულები არ არიან.
სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა 24 ნოემბერს განაცხადეს ახალი ვარიანტის აღმოჩენის შესახებ, რომელსაც რამდენიმე მუტაცია აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ „ომიკრონის ვარიანტი“, რომელიც მან „შეშფოთების ვარიანტად“ გამოაცხადა, ჯერჯერობით აღმოჩენილია 57 ქვეყანაში, მას შემდეგ უფრო მეტი ქვეყანა ავლენს ახალი შტამით ინფიცირებულებს.