ხავიერ კოლომინა: NATO 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ ერთგული რჩება

"რუსეთს სურს, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უკრაინა და საქართველო მომავალი განუსაზღვროს. NATO 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ ერთგული რჩება", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

“რუსეთს სურს, რომ ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა უკრაინა და საქართველო, განუსაზღვროს თუ რა არჩევანი უნდა გააკეთონ მათ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. როგორც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგაში აღნიშნეს, NATO ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ.” - განაცხადა ხავიერ კოლომინამ, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ „უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან“.