საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 1527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 264 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 588 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 890 813-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 დეკემბრის ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის - 7.80% ხოლო 7 დღის - 7.45%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 588 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 837 263.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 777 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 216, ქვემო ქართლი - 71, შიდა ქართლი - 98, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 65, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 747 საიდანაც:

6 138 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 402, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 314.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 515 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 610, აჭარაში - 124, იმერეთში - 456. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 327 პაციენტი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 37, იმერეთში - 31.

1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 764 - თბილისში, 261 - აჭარაში.

33 426 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 12 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 043 ადამიანი.