ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: „ომიკრონი“ სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება

"COVID19-ის ახლად აღმოჩენილი „ომიკრონ“ შტამი სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება", – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, „ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგ ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს.

„ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც „დელტას“ ცირკულაცია დაბალი იყო. მაგრამ ასევე, როგორც ჩანს, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტას“ შტამი სხვა ქვეყნებში, სადაც „დელტას“ ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში“, – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, თურქეთმა კორონავირუსის ახალი „ომიკრონის“ ვარიანტის პირველი ექვსი შემთხვევა დაადასტურა.