პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ის მიმართულებით სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ დაიწყება

"Air Georgia პირველი კომერციული რეისების შესასრულებლად ემზადება, პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ს მიმართულებით 1 წელში დაიწყება", – ამის შესახებ Air Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა.

„პროექტი მალე განხორციელდება, თვითმფრინავის შემოყვანა დღეების საკითხია. ფრენები შესრულდება ჰონგ-კონში, ჩინეთში, გაერთიანებულ სამეფოში და ასევე ევროპის მიმართულებით. რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენს კონტინენტზე ფრენის დაწყების შემდეგ, უნდა გავუგზავნოთ წინადადება შტატებს, ამაში ჩართულია ჩვენთან აშშ-ს საელჩოც. ოპტიმისტური გეგმით, ფრენები საქართველოდან შტატების მიმართულებით ერთ წელიწადში დაიწყება“, – განაცხადა Air Georgia-ს დამფუძნებელმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

მისივე განმარტებით, უკვე განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია ამ დღეებში შედგება.