„ლელო“, რომელიც პარლამენტიდან მამუკა ხაზარაძის გასვლის შემდეგ, სამწევრიან პოლიტიკურ ჯგუფად ჩამოყალიბდა, კვლავ ფრაქციად ფორმირდება.
დეპუტატი დილარ ხაბულიანი "ლელოს" უერთდება. ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღანელებს და მის შემადგენლობაში იქნებიან: ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და დილარ ხაბულიანი.
ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" შექმნა პარლამენტის ბიუროს დღეს ეცნობება.
ცნობისთვის, პარლამენტის წევრი დილარ ხაბულიანი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობის" სიით გახდა.