"გავაკეთე უკვე კომენტარი, მგონი საკმარისი იყო, არ არის საჭირო, რომ ვეძებოთ რაღაც ინტრიგა, რომელიც არ არსებობს", - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების კითხავს, რატომ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.
ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მის შემცვლელს პრემიერი დაასახელებს.
"ეს არის პრემიერის პრეროგატივა, რომ დაასახელოს და აირჩიოს მომდევნო მთავრობის წევრი", - განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეხება იმას, თუ რატომ არ დაესწრო ეკატერინე ტიკარაძე მთავრობის დღევანდელ სხდომას და იყო თუ არა ეს მისი მხრიდან პროტესტი, ტიკარაძე ამბობს, რომ არანაირი პროტესტი არ ყოფილა და ამის საფუძველი არ არსებობს.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს წლის ბოლოს დატოვებს.