ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა მიკროავტობუსის მძღოლი.

ცხედარი ქუთაისის სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადასვენებული.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.