ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს NATO-ს შტაბბინაში მიიღებს.

ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მოკლე განცხადებები მედიისთვის.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბერს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.