ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინაციის მხარდასაჭერად 35 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle იუწყება.
პროგრამას ევროკავშირი პოლონეთის მთავრობასა და პოლონეთის განვითარების ბანკთან ერთად იწყებს.
პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე სომხეთი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 400 000 დოზას პორტუგალიიდან მიიღებს.
აღმოსავლეთის პარტნიორობა არის ევროკავშირის პროექტი, რომლის დეკლარირებული მიზანია კავშირების განვითარება აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. 2021 წლის ივნისში ბელარუსმა, მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრობა შეაჩერა.