ინდონეზიაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სამხრეთ სულავესის პროვინციის სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ხალხმა სახლები და შენობები დატოვა. ამის შესახებ BBC იუწყება.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ქალაქ მაკასარში ხალხი მაღაზიებსა და შენობებს ტოვებს. დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.