ქობულეთის საკრებულოს შენობაში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა

ქობულეთის საკრებულოს შენობაში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები და შენობის დაცვის სამსახური არ აძლევს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბონდო თედორაძე აცხადებს, მას შეკითხვები აქვს დავით მჭედლიშვილთან, რომელიც „წინა ხელისუფლების დროს გამდიდრდა“.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

გარდა ამისა, მათ აინტერესებდათ, მიმდინარეობს თუ არა ობიექტურად ენმ-ს დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძე გარდაცვალების თაობაზე გამოძიება.