დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი: „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და მომდევნო 48 საათში ლონდონში დომინანტური გახდება

კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და მომდევნო 48 საათში ლონდონში დომინანტური გახდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა. იუწყება Reuters-ი.

საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ახალი ვარიანტით ახლა ლონდონში 44%-ია ინფიცირებული და 48 საათის განმავლობაში დედაქალაქში დომინანტური შტამი იქნება.

მას შემდეგ, რაც 27 ნოემბერს, ბრიტანეთში ომიკრონის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, პრემიერმა ბორის ჯონსონმა უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესა და გააფრთხილა მოსახლეობა, რომ „ბუსტერ“ დოზებით აცრა აუცილებელია.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამით გარდაცვალების ფაქტი 13 დეკემბერს დაფიქსირდა.