არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნაზე: გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი

"გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სწორედ ის წარადგენს ჯანდაცვის ახალ მინისტრს. ვთვლი, რომ პარლამენტარებმა წინ არ უნდა გავუსწროთ პროცესს, რომელიც გუნდში მიმდინარეობს", - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვას, რამდენად განიხილება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა.

მისი თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი იქნება ღირსეული პროფესიონალი, რომელიც სათანადოდ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

„ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა. გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სწორედ ის წარადგენს ჯანდაცვის ახალ მინისტრს. მე ვთვლი, რომ პარლამენტარებმა წინ არ უნდა გავუსწროთ პროცესს, რომელიც გუნდში მიმდინარეობს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი იქნება ღირსეული პროფესიონალი, რომელიც სათანადოდ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებაზე განცხადება 9 დეკემბერს გააკეთა, თუმცა ის მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.