კელი დეგნანი: საქართველოს მოქალაქეების შევიწროება და დაკავება მიუღებელია და უნდა შეწყდეს. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება

„მიუღებელია, რაც ხდება „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ გასწვრივ, იმედი ვიქონიოთ, რუსეთი მალე შეასრულებს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა სასტუმრო „შერატონში“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„ყოველთვის გვაშფოთებს, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დაკავება ან შევიწროება ხდება. ეს მიუღებელია და უნდა შეწყდეს. შეწყდება მაშინ, როდესაც რუსეთი შეასრულებს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრ თავის ვალდებულებებს, რომ გაიყვანოს თავისი საჯარისო ნაწილები (საქართველოს ტერიტორიიდან).

ეს არის ძალიან მარტივი ნაბიჯია, რუსეთმა უნდა შეასრულოს ეს შეთანხმება. ეს არის ის, რის დანახვასაც ყველა ელოდება, რომ დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების შევიწროება და ხელი შეეწყოს დისკუსიების ატმოსფეროს. იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი მალე შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რომელიც 2008 წელს აიღო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ამავე თემაზე:

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს