ვაქცინაციაზე უარის გამო, აშშ-ის საჰაერო ძალებიდან 27 ადამიანი გაათავისუფლეს. AP-ს ცნობით, აშშ-ის არმიის მთავარმა ექიმმა, გენერალმა რაიმონდ სკოტ დინგლიმ განაცხადა, რომ ჯარისკაცებისთვის ეს, ფაქტობრივად, სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია.
ცნობისთვის, 25 აგვისტოს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო ვაქცინაციის დაწყების განკარგულება გამოსცა.
ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაქცინა გადამწყვეტია შეიარაღებული ძალების ჯანმრთელობისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში კრიზისზე რეაგირების უნარის შესანარჩუნებლად.