Pfizer-ის განცხადებით, მისი ანტივირუსული აბი კორონავირუსის წინააღმდეგ თითქმის 90%-ით ეფექტიანია. აბი მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რისკს ამცირებს. Paxlovid-ის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნითაც შეიძლება.
ბოლო ლაბორატორიული მონაცემების თანახმად, აევე ვარაუდობენ, რომ პრეპარატი კორონავირუსის ახალ ვარიანტთან მიმართებით ეფექტურობას ინარჩუნებს.
Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების ავტორიზაციის თხოვნით 17 ნოემბერს მიმართა.