აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს წვრთნებისთვის საჭირო, $200 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა.
ამერიკის საელჩოს ცნობით, ამ აღჭურვილობით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საწვრთნელი ბაზა, თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფით, უკეთ მოამზადებს მეხანძრეებსა და მაშველებს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ და ბუნებრივ კატასტროფებზე საპასუხოდ.
აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. გადაცემის ცერემონიას ბრიგადის გენერალი ედვარდ ვოგანი, ევროპული სარდლობის J5/8-ის მოადგილე და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.