ამერიკის ელჩი: მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ენერგოდამოუკიდებლობას

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა, მნიშვნელოვანი საჯარო კონსულტაციების გზით განაგრძონ მუშაობა ენერგეტიკის გამჭვირვალე და თანმიმდევრულ ეროვნულ სტრატეგიაზე.

სამხრეთ კავკასიის თავისუფალი ენერგეტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ელჩმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება სათბურის გაზების ემისიით დაბინძურების შემცირებაზე და ნულიდან გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის ბაზრის აშენება ქებას იმსახურებს, მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ენერგო დამოუკიდებლობას.

ეს შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივ ბაზრებზე მორგებული წამახალისებელი სქემით და განახლებადი ენერგიის ახალი გენერირებით, რაც ამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტზე და იცავს ქვეყანას მავნე აქტორებისგან, რომლებიც იყენებენ ენერგიასა და გაზს, როგორც გეოპოლიტიკურ იარაღს“, - აღნიშნა ელჩმა.