ბრიტანეთი ახალ კოვიდვაქცინას ტესტავს, რომლის გამოყენებაც ნემსის გარეშეა შესაძლებელი

ბრიტანეთი ახალ კოვიდვაქცინას ტესტავს, რომლის გამოყენებაც ნემსის გარეშეა შესაძლებელი. BBC-ის ცნობით, ცდაში 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები მონაწილეობენ. ვაქცინა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონათან ჰენიმ და DIOSynVax-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შეიმუშავეს.

სპეციალისტების თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი უნივერსალური კოვიდვაქცინისკენ, რომელიც დაგვიცავს არამხოლოდ Covid19-ის არსებული ვარიანტებისგან, არამედ მომავალი შტამებისგან.

„ვაქცინის ახალ ტექნოლოგიას შეუძლია, ფართოდ დაიცვას ადამიანები მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა პროფესორმა საულ ფაუსტიმ.