აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) იტალია მოგზაურობისთვის ძალიან მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა.
CDC ამერიკელებს ურჩევს, თავი აარიდონ იტალიაში მოგზაურობას, ხოლო მოგზაურობის შემთხვევაში, დარწმუნდნენ, რომ სრულად ვაქცინირებული არიან და დაიცვან სოციალური დისტანცი/ატარონ პირბადე.
CDC-მ ასეთ სიას გრენლანდია და მავრიკიც დაამატა.