იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოება და სტაბილურობა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა NATO-სა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ „დღეს ის ბევრ სფეროს მოიცავს, შესაძლებლობების განვითარებადან ენერგოუსაფრთხოებამდე“.

მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს „იმ წვლილისთვის, რომელიც აზერბაიჯანმა შეიტანა ავღანეთის მისიაში, აზერბაიჯანის ძალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევაკუაციის დროს“.

„მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად, ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, რომლებიც NATO-ს ღირებული პარტნიორები არიან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.