„ომიკრონი“ ვრცელდება ისეთი ტემპით, როგორიც არ გვინახავს არცერთი წინა ვარიანტის შემთხვევაში“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართული შეხვედრის დროს.
მისივე თქმით, რეალობა ის არის, რომ „ომიკრონი“, ალბათ, ქვეყნების უმრავლესობაში ჯერ არ გამოუვლენიათ.
ჯანმოს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ მხოლოდ ვაქცინები არ დაიცავს „ომიკრონისგან“. მან მოუწოდა ქვეყნებს, გამოიყენონ ნიღბები, სოციალური დისტანცია, ხშირად დაიბანონ ხელები, რათა თავიდან აიცილონ ინფექცია.
კორონავირუსის ახალი შტამი ამჟამად 77 ქვეყანაშია გავრცელებული.