NATO-ს გენერალურმა მდივანმა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადი შეიტანა.
ეროვნული მაუწყებლის NRK-სთვის მიცემულ განცხადებაში, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამ თხოვნით მას ნოემბერში დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტრო.
2014 წელს NATO-ს ხელმძღვანელის პოზიციის დაკავებამდე, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ორი ვადით, 2000-01 და 2005-13 წლებში. ის ასევე იყო ფინანსთა მინისტრი და მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი 1990-იან წლებში.
იენს სტოლტენბერგს NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე ვადა 2022 წლის სექტემბერში ეწურება.
ამ პოსტზე პოტენციურ კანდიდატებს შორის არიან ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.