15 დეკემბერს, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, NATO-ს შტაბ-ბინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიიღებს.ამის შესახებ ინფორმციას NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, NATO-ს გენერალური მდივანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.