NATO განაგრძობს პარტნიორებისთვის ძლიერი პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობები განვამტკიცოთ საზღვაო მიმართულებით და ინფორმაციის გაზიარების კუთხით, განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე.
იენს სტოლტენბერგის თქმით, წლების განმავლობაში ავღანეთში საქართველოსა და NATO-ს პარტნიორობა სამაგალითო იყო, ეროვნულ ტერორიზმს ებრძოდნენ ერთად და წელს, აგვისტოში, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
„გვაქვს პატივი, რომ NATO-სთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ. ამდენი წლის განმავლობაში ავღანეთში ჩვენი პარტნიორობა სამაგალითო იყო. ჩვენ ეროვნულ ტერორიზმს ვებრძვით ერთად და წელს, აგვისტოში შევძელით ავღანეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოგვეხდინა. ავღანეთში ჩვენი მისია არ იყო ფუჭი, ვებრძოდით ეროვნულ ტერორიზმს, 9/11-ის მოვლენების შემდეგ, ერთად ვართ და ერთად ვაგრძელებთ ავღანეთში ტერიტორიის გათავისუფლებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ვინმემ ტერორიზმისთვის აღარ გამოიყენოს.ერთმანეთს ვაძლიერებთ, ვამყარებთ და ძალიან გვიხარია, რომ სხვადასხვა მისიებში ჩვენ თქვენთან თანამშრომლობის და მუშაობის პატივი გვქონდა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს შიდა საკითხებსა და ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე ისაუბრეს.
„ასევე ვისაუბრეთ საქართველოს შიდა საკითხებზე, ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის, მედიის თავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობა გაიზარდოს და ამ მიმართულებით პოლიტიკურმა განსხვავებამ და პოლარიზაციამ იკლოს. NATO ელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიჰყვება“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.