NDI 2021 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნაში რეკომენდაციებზე მიუთითებს. ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნების შემდგომ პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ჰიპერ-პოლარიზაციის შემცირებისთვის აქტიური ძალისხმევა უნდა გაიღონ და ინკლუზიურ და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულ საკანონმდებლო და მმართველობით პროცესებში ჩაერთონ.
„უნდა შეიქმნას ანგარიშვალდებულების მექანიზმები იმისთვის, რომ სახელისუფლებო ორგანოებმა არჩევნების პერიოდში მიუკერძოებლობა გამოიჩინონ და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აღკვეთონ. ხოლო სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ ამომრჩევლისა და კანდიდატის დაშინებისა და შევიწროების სავარაუდო ფაქტები.
ყველა ჩართულმა მხარემ უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს მუშაობა უფრო ინკლუზიური საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების შექმნის მიმართულებით, რათა საქართველოს ყველა მოქალაქის თანაბარი შესაძლებლობები და წარმომადგენლობა უზრუნველყოს.
კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობისა და ზედამხედველობის გასაზრდელად, სახელმწიფო უწყება პასუხისმგებელი უნდა იყოს პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების წესების ყველა შესაძლო დარღვევის, მათ შორის პოტენციური უკანონო შემოსავლების, არადეკლარირებული ხარჯებისა და მესამე მხარის ხარჯების, სისტემატურად გადამოწმებაზე. ფინანსური ანგარიშგების ანალიზი დროულად უნდა ჩატარდეს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომიიყოს.

ადრე გაცემული რეკომენდაციის მსგავსად, NDI მიიჩნევს, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ პატივი უნდა სცეს ადგილობრივი დამკვირვებლების ჭეშმარიტი და მიუკერძოებელი დაკვირვების მიზანს. სამოქალაქო სექტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თავისი როლის შესრულება, თუ ის არჩევნების შემდგომი პერიოდისა და მომავალი საარჩევნო ციკლების განმავლობაში ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან არასათანადო გავლენისა და ზეწოლისგან თავისუფალი დარჩება.
თავის მხრივ, ყველა მიუკერძოებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ თავისი საქმიანობა იმგვარად უნდა განაგრძონ, რომ ის დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე და პოლიტიკურად მიუკერძოებელ ანალიზზე, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მაღალ ჩართულობასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციაზე. ასეთი მიდგომა საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობას გააძლიერებს“, - აღნიშნულია დასკვნაში.