დონალდ ტუსკი: მოვუწოდებ კოლეგებს, საქართველოს პრემიერს სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე ესაუბრონ

ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი კოლეგებს მოუწოდოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე ისაუბრონ. შესაბამისი პოსტი ტუსკის Twitter-ზე განთავსდა.

„დღეს, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იმართება, მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განიხილონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, რომელმაც დაიწყო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები". - აღნიშნულია პოლონელი პოლიტიკოსის Twitter პოსტში.