წეროვანში, დევნილთა დასახლებაში 3 ადამიანი დაჭრეს. გავრცელებული ცნობით, სამივეს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვთ მიყენებული.
გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, აცხადებს შსს. დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება.