ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ბრიუსელში კვლავ დადასტურდა. შარლ მიშელის თქმით, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის მიმართ ძლიერი რეაქცია იქნება.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, კვლავ დაგვედასტურებინა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი ტერიტორიული მთლიანობისადა სუვერენიტეტისადმი.
ხვალ, ევროპული საბჭო დაუბრუნდება ამ საკითხს, რომლის დროსაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევეხებით აღნიშნულს და მტკიცედ განვაცხადებთ, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ძლიერი რეაქცია იქნება და დამნაშავეს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.