NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა, რომ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის თავმოყრის საკითხი განეხილა.
გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებას არ აქვს გამართლება და ის ძირს უთხრის უსაფრთხოებას ევროპაში.
„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიას, დეესკალაციას და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ყოველგვარი შემდგომი აგრესია მძიმე შედეგების მომტანი იქნება და ძვირი დაუჯდება რუსეთს.