სააკაშვილი პრეზიდენტის გამოსვლაზე: ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება პირველად მოვისმინე

ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას, პირველად მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება - ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას, - ნათქვამია საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ამის თქმას ნამდვილად დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და დღეს სალომე ზურაბიშვილმა ეს თვისება უდავოდ გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია, ამის პარალელურად, ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას.

ერთი წუთით არ შევწყვეტ ბრძოლას, სანამ ის უმძიმესი სიტუაცია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც აღწერა დღევანდელ გამოსვლაში, თითოეული ქართველისთვის რეალურად და რადიკალურად არ შეიცვლება. ამ მხრივ, ორივე ხსენებულ გზას, მშვიდობიან პროტესტს და ინკლუზიურ დიალოგს გადამწყვეტი როლი აქვს. მთავარი ახლა შედეგია - ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა, ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად დასავლურ გზაზე დაყენება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთადერთი მტრის - რუსეთისგან სამუდამოდ გამოხსნა.

საბოლოო ჯამში, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და სამოქალაქო თანხმობას, თამაშის პატიოსან წესებზე შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება პატიოსანი არჩევნები. იქნება თავისუფალი სასამართლო, დასრულდება ნეპოტიზმი და კორუფცია, გაიხსნება შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა აღარ მოუხდეთ გაქცევა და საქართველო ისევ იქნება მოწინავე და მაგალითის მიმცემი ქვეყანა, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ!

ის, რომ ჩვენ ეკონომიკური ბუმი და წარმატებები კი არ გვაქვს, როგორც მთავრობა ამბობს, არამედ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მასობრივად ტოვებს ხალხი. ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება ვერ მიდის წინ.

ამის თქმას ნამდვილად დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და დღეს სალომე ზურაბიშვილმა ეს თვისება უდავოდ გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია, ამის პარალელურად, ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას.

ერთი წუთით არ შევწყვეტ ბრძოლას, სანამ ის უმძიმესი სიტუაცია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც აღწერა დღევანდელ გამოსვლაში, თითოეული ქართველისთვის რეალურად და რადიკალურად არ შეიცვლება. ამ მხრივ, ორივე ხსენებულ გზას, მშვიდობიან პროტესტს და ინკლუზიურ დიალოგს გადამწყვეტი როლი აქვს. მთავარი ახლა შედეგია - ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა, ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად დასავლურ გზაზე დაყენება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთადერთი მტრის - რუსეთისგან სამუდამოდ გამოხსნა.

საბოლოო ჯამში, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და სამოქალაქო თანხმობას, თამაშის პატიოსან წესებზე შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება პატიოსანი არჩევნები. იქნება თავისუფალი სასამართლო, დასრულდება ნეპოტიზმი და კორუფცია, გაიხსნება შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა აღარ მოუხდეთ გაქცევა და საქართველო ისევ იქნება მოწინავე და მაგალითის მიმცემი ქვეყანა, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და წარმომადგენლებ უმასპინძლა, განაცხადა, რომ პროცესი უნდა დაიწყოს წინაპირობების გარეშე - თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა.

„ეს არის ძალიან საწყისი პროცესი და მე ის მინდა ვთქვა პირველ რიგში, რომ არა მაქვს ჩამოყალიბებული რაღაც წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც მერე აღარ ექვემდებარება ცვლილებას, პირიქით, ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით და პირველი ეტაპი ამ პროცესის უნდა იყოს მოსმენა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, .შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი, იწყება მოსმენით, აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით - ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება, წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა.

„წარსულთან გავასწოროთ ანგარიშები, შევაფასოთ, დავხუროთ ის ფურცლები, რომლებიც დღეს ძალიან მძიმედ გვაწვება, დავინახოთ მომავალი უფრო ნათლად - ეს მოგვიტანს შინაგან დამშვიდებას“.

„მნიშვნელოვანია, შედგეს კონსენსუსის პლატფორმა - როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების ძალისხმევა და მონდომება, ეს უნდა იყოს ჩვენს მიერ მართული პროცესი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.