პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ

17 დეკემბერს პარლამენტი იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმენს. იუსტიციის მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული.

აღნიშნული ფორმატის შესაბამისად, რატი ბრეგაძე პარლამენტს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს და დეპუტატების კითხვებს გასცემს პასუხს. იქნება პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლები.

პარლამენტმა 16 დეკემბრის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მოუსმინა.