საქართველოს საზღვრიდან 50კმ-ში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„დღეს, თბილისის დროით 01:29 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კმ_ში, მოხდა 5.0 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.