საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2979 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 937 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 881 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 056 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.21%, ბოლო 14 დღის - 7.26% ხოლო 7 დღის - 6.76%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 470 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 852 560.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 971 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 325 შემთხვევა, აჭარა - 229, იმერეთი - 493, ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 207, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი - 137, მცხეთა-მთიანეთი - 81, სამცხე-ჯავახეთი - 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 624 საიდანაც: 5 798 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 317, აჭარაში - 497, იმერეთში - 1 236. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 447 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 577, აჭარაში - 118, იმერეთში - 437. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 319 პაციენტი, მათგან თბილისში - 172 აჭარაში - 30, იმერეთში - 32. 1 107 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 - თბილისში, 263 - აჭარაში. 31 719 სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 16 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 240 ადამიანი.