"პირველი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით დაშვებულია ყველა ღონისძიების ჩატარება „რეგულაციების დაცვით“, ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს რეგულაციები დაცული იქნება? ვერ იქნება", - ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა.
ამასთან, ბურჯანაძის განცხადებით, რესტორნებისთვის დაწესებული რეგულაციების კონტროლი არ ხორციელდება.
„ჩვენი მოთხოვნა არის „მწვანე ზონა“ დარჩეს, ოღონდ იმ პირობით, რომ მას უსაფრთხოდ შეეძლოს იმ ღონისძიებების ჩატარება, რომელიც დღეს აკრძალულია.
1-ელი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით დაშვებულია ყველა "ივენთის" და ღონისძიების ჩატარება „რეგულაციების დაცვით“. ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს რეგულაციები იქნება დაცული? ვერ იქნება. რეგულაციების დაცვის კუთხით გვაქვს ქაოსი, ზოგიერთი ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით არ იცავს რეგულაციებს. ზოგი შემალულად არ იცავს, ზოგიც ამბობს და არ იცავს და ასეთი ქაოტური ვითარება გვაქვს. არავინ არის ამის გამაკონტროლებელი. დღეს ერთი დღით თუ ვიღაც დაიცავს რეგულაციას, ხვალ მერწმუნეთ, რომ ამის დაცვის რეალობა არ გვექნება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.